საქართველო–ესტონეთი 2:0

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩშიც მოუგო ესტონეთს. პირველი 3:0, ამჯერად 2:0.

გერმანული მაგდებურგის 19-წლამდელთა გუნდის შემტევმა შალვა ოგბაიძემ 46–ე წუთზე გახსნა ანგარიში, 88–ეზე კი საბურთალოელთა ასაკობრივის ნახევარმცველმა დიმიტრი ფაჩულიამ მეორე შეაგდო.

 

საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს (2002–წლიანები) გიორგი მიქაძე წვრთნის.