საქართველო-ხორვატია 2:0. მშვენივრად ჟღერს...

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2:0 მოუგო ხორვატიას და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პირველი ადგილით გავიდა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი აიღეს - 9. ხორვატიასთან თამაშამდე უნგრეთს 4:2, ხოლო ყაზახეთს 3:1 აჯობეს. სამივე ჰანდიკაპით.

 

ელიტრაუნდი გაზაფხულზე გველის, დეკემბერში იქნება წილისყრა და ჯგუფებიც შედგება.  

 

კარგი ჭაბუკები გვყავს და ნეტავ, ასე გაგრძელდეს მომავალში. გარდამტეხი ასაკია ფეხბურთში: როცა დიდ ფეხბურთში გადადიხარ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდია ქართველებისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ თაობიდან ბევრი ითამაშებს მაღალ დონეზე.  

 

საქართველო - ხორვატია 2:0

 

საქართველო: ლომიძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 90), გულიაშვილი (გაგნიძე 83), იაკობიძე (ლომინაძე 90+3)

 

გოლები: გულიაშვილი (8), დავითაშვილი (23 პენ)