ალეგრიმ მანჩესტერისთვის ფეხბურთელები დაგეგმა

იუვენტუსის ყოფილ მწვრთნელს მანჩესტერში სწორედ ბიანკონერის ფეხბურთელების მიყვანა სურს

მანჩესტერის ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ოლე გუნარ სულშერმა შესაძლოა გუნდი დატოვოს. მისი შემცვლელის ერთერთ კანდიდატად მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ, რომელსაც თავადაც სურს წითელი ეშმაკების ჩაბარება. 

 

ბოლო ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ იტალიელი მანკუნიელების მესაჭე გახდება, იგი იუვენტუსიდან მარიო მანჯუკიჩის და ემრე ჩანის გადაბირებას შეეცდება. მოგეხსენებათ ორივე მათგანი იუნაიტედის სატრანსფერო ობიექტები ისედაც არიან და იმ შემთხვევაში თუ საქმეში ალეგრი ჩაერთვება, ტრანსფერების განხორციელების შანსი ერთი ორად გაიზრდება. 

 

მანჩესტერს ცუდი დრო უდგას. ბრიტანულ გრანდს პრემიერლიგაში 9 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში ოლდ ტრაფორდის ბინადრები ლივერპულს უმასპინძლებენ.