ისე, როგორც ძველ დროს

შაბათს, მალიორკასთან...

მოდრიჩისა და კროოსის ტრავმების შემდეგ, ხამესსა და ისკოს მეტი სათამაშო დრო მიეცათ. ადრე მადრიდში იმედს სწორედ ამ დუეტზე ამყარებდნენ, ახლა კი თამაში თუ უნდათ, ხელი გარემოპირობებმა უნდა შეუწყოთ... 

 

ამ ზაფხულს კოლუმბიელი ფეხბურთელის დატოვება ზიდანს არ სურდა და მის გასაშვებად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ახლა მდგომარეობა შეიცვალა ლა ლიგაში ამ კარგი სტარტის ერთ-ერთი შემოქმედი, სწორედ ხამეს როდრიგესია.

 

შაბათს, მალიორკას წინააღმდეგ, ამ ფეხბურთელების გარდა, მოედნის ცენტრში ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ კაზემირო და ვალვერდე არიან... წესით, ბლანკოსის ღირსება ისევ ძველმა გვარდიამ უნდა დაიცვას...

 

ისე, როგორც ძველ დროს.