ფედერერის, ჯოკოვიჩის და მარის შემდეგ, ნადალიც...

დიდი ოთხეული აქაც ერთიანი იქნება...

სა ფორტალესაში შაბათს ქორწილი გაიმართება, რაფა ნადალი მისი დიდი ხნის მეგობარს, მარია (მერი) პერელოს ცოლად მოიყვანს.

 

ამ კუნძულზე ციხე-სიმაგრის ერთი დღით დაქირავება ჩოგბურთელს დაახლოებით 40 000 ევრო დაუჯდება, მისი სტუმრები კი ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი, მომღერალი ხულიო იგლესიასი, დავიდ ფერერი, ფელიციანო ლოპესი, მარც ლოპესი, ხუან მონაკო და ნაკრების ყველა თანამშრომელი იქნება.

 

რაფა ნადალი დიდი ოთხეულის ბოლო წარმომადგენელია, რომელიც ჯერ არ დაქორწინებულა. როჯერ ფედერერს უკვე ოთხი შვილი ჰყავს, ენდი მარის სამი, ჯოკოვიჩს კი ორი.