ორმაგი სტანდარტები

"ეს არის ლივერპულის გულშემატკივართა ნამდვილი სახე" - აცხადებს მანჩესტერის ფანი.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, ლივერპულმა ნაპოლი დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ვირჯილ ვან დეიკმა დრის მერტენსის წინააღმდეგ საკმაოდ იუხეშა და ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

 

ამ ფაქტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი უნდა მიეღო.

 

ბრიტანული გრანდის გულშემატკივრებმა მხარი რათქმაუნდა ჰოლანდიელს დაუჭირეს. ერთ-ერთმა მათგანმა ტვიტერში გამოქვეყნა პოსტი, სადაც ამბობს, რომ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ვან დეიკს წითელი არ უნდა მიეღო. როგორც შემდეგ გაირკვა, იმავე გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, სადაც რამოსმა სალაჰს მარი დაუზიანა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ ფანმა შემდეგი რამ განაცხადა: “შოკირებული ვარ, რომ რამოსმა სალაჰს მხარი არ მოტეხა. ეს უბრალოდ სირცხვილია."

 

ამ ფაქტზე მანჩესტერის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ორმაგი სტანდარტებია. „ეს არის ლივერპულის გულშემატკივართა ნამდვილი სახე". ასეთი ფრაზა მიუძღვნა წითელი ეშმაკების მხარდამჭერმა ლივერპულის ფანს.