მანჩესტერმა ატლეტიკოს ფეხბურთელს დაადგა თვალი

ბრიტანულ გრანდს მიზნის მისაღწევად 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მანჩესტერი ატლეტიკოდან საულ ნიგესის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ Marca იუწყება. ცნობილია, რომ მანკუნიელთა აზრით ესპანელ შუახაზელს მნიშვნელოვნად შეუძლია ნახევარდაცვის გაძლიერება.

 

საული ატლეტიკოს აღზრდილია. როხიბლანკოს მთავარ გუნდში იგი 2014-15 წლების სეზონიდან გამოდის. აგვისტოდან მოყოლებული 24 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის რვავე ტურში ითამაშა და 1 წუთიც არ დაუსვენია. გეტყვით იმასაც, რომ მისი ფასი 150 მილიონი ევროა და საულით სიტიცაა დაინტერესებული.

 

მანჩესტერს ცუდი დრო უდგას. სულშერის გუნდი პრემიერლიგაში 9 ქულით მე-12 ადგილზეა და უახლოეს მატჩს ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარებს.