სიონმა ვიტ ჯორჯიას ვერ მოუგო

ოქროს ფასი ქულები...

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ვიტ ჯორჯიამ სიონი მიიღო. თბილისელებს ქულები არაფერში სჭირდებათ და ეროვნულ ლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ, ბოლნისელები კი გადათამაშების ზონაში მოხვედრისთვის იბრძვიან.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლნისელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ვიტ ჯორჯიაც სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. ვეტერინარების რიგებში ტრადიციულად გამოსარჩევი იყო მეკარე ისერგიშვილი, რომელმაც კარი მშრალად შეინახა. სიონის რიგებში, მომენტები ჯაბა უგულავას ჰქონდა და გატანაც შეეძლო, თუმცა ყველა შემთხვევა უშედეგო აღმოჩნდა

 

 აღსანიშნავია, რომ ვეტერინარების ფეხბურთელები რამდენიმე დღე ფინანსური კრიზისის გამო გაფიცულები იყვნენ.

 

საბოლოოდ - 0:0

 

ბოლნისი რუსთავს 2 ქულით ჩამორჩება...