ჩემპიონთა ლიგა შაბათ–კვირას?

უეფამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლე შემოგვთავაზოს: ჩემპიონთა ლიგის მატჩები შაბათ–კვირას გაიმართოს.

გერმანული ბილდ–ის ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ და კლუბების ასოციაციის თავკაცმა ანდრეა ანიელიმ განიხილეს ეს საკითხი. ეს ჯერ იდეაა.

 

და რატომ სჯობს უქმეებზე? უეფას ჩინოსნები მიიჩნევენ, რომ დიდი შანსია, ტელემაყურებელთა რიცხვი გაცილებით გაიზარდოს, რადგან სამუშაო დღეებში ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს თამაშების ნახვას. ეს საათობრივი სხვაობის გამო.

 

შიდა ჩემპიონატები? მატჩების უმეტესობა შუა კვირაში ჩატარდება. ამასთან, ჩეფერინმა და ანიელიმ განიხილეს თემა, რაც ეხება წამყვან ევროპულ ქვეყნების ჩემპიონატებში გუნდების შემცირებას. მაგალითად, სერია ა–ში 20–ის ნაცვლად 16 გუნდი...