მოურინიო, ტენ ჰაგი თუ რანგნიკი? - ბაიერნში კოვაჩის შემცვლელზე ფიქრობენ

ნიკო კოვაჩი მალე ჰიონესის გარეშე დარჩება...

BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენში კოვაჩის შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობენ. მართალია ხორვატმა სპეციალისტმა ლონდონში ტოტენჰემთან 7:2 მოიგო, თუმცა ბუნდესლიგაში დამაჯერებლად ვერ თამაშობს და 8 შეხვედრიდან 4-ში გამარჯვება ვერ მოახერხა (3 ფრე და 1 მარცხი).

 

ბაიერნის ბოსების აზრით, კლუბისთვის საუკეთესო მწვრთნელი „რედ ბულის“ საფეხბურთო ნაწილის ხელმძღვანელი, რალფ რანგნიკი უნდა იყოს. გერმანელი საფეხბურთო მოღვაწე 2018/19 წლების სეზონში ლაიფციგსაც ედგა სათავეში, თუმცა ყველას თავი მაინც ჰოფენჰაიმში დაამახსოვრა, სადაც ახალდაარსებული „სოფლის“ გუნდი ბუნდესლიგის მუდმივ ბინადრად აქცია. მისი ამ კლუბიდან წასვლაც ბაიერნს უკავშირდება - 2011 წელს, რეკორდმაისტერმა ლუიზ გუსტავო ჰოფენჰაიმისგან ისე იყიდა, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელს არაფერი გააგებინა.

 

გერმანული ტაბლოიდის ინფორმაციით, ინტერესი ორმხრივ ხასიათს ატარებს.

 

mourinho ten hag rangnick-ის სურათის შედეგი

 

ასევე, აქტიურად განიხილება აიაქსის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ვარიანტიც. ბაიერნს თუ ჰოლანდიელთან თანამშრომლობა უნდა, მაშინ ზაფხულამდე უნდა მოიცადოს, რადგან თავად სპეციალისტს არ სურს ამსტერდამული კლუბი შუა სეზონში მიატოვოს. აღსანიშნავია, რომ ტენ ჰაგი მიუნხენურ გრანდში 2013/15 წლებში მუშაობდა, სადაც ბაიერნის მეორე გუნდს ედგა სათავეში და გუარდიოლას სათამაშო ფილოსოფია შესანიშნავად შეისწავლა.

 

mourinho ten hag rangnick-ის სურათის შედეგი

 

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს სამსახურით არც რეკორდმაისტერს აინტერესებს. საქმე იმაშია, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგეს პორტუგალიელის ბოლო სეზონი ძალიან აშფოთებს, სადაც მან თავის რეპუტაციას სერიოზული ჩრდილი მიაყენა.

 

დორტმუნდის ბორუსიაში კი "განსაკუთრებულის" კანდიდატურა სერიოზულად განიხილება.

 

ნოემბრის შუაში ნიკო კოვაჩი მის დიდ მხარდამჭერს, ული ჰიონესს დაკარგავს. ბაიერნის პრეზიდენტმა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს მხოლოდ რჩევებით თუ დაეხმარება.