ბათუმში ევროპის გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი გაიხსნა

ქართველი სპორტსმენები ტურნირის ფავორიტებად მოიაზრებიან

დღეს, 23 ოქტომბერს ბათუმში ევროპის გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი ზღვისპირა ქალაქის დრამატულ თეატრში გაიმართა. 

 

შეჯიბრებები სტარტს 24 ოქტომბერს აიღებს და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. დაპირისპირებები სასტუმრო შერატონში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები ფავორიტებად მოიაზრებიან. გეტყვით იმასაც, რომ პირველობისთვის 39 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ცნობისთვის, საქართველოს ღირსებას 3 ქალთა და 2 ვაჟთა გუნდი დაიცავს. 

 

აღსანიშნავია, რომ ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში მეორედ გაიმართება. აჭარის დედაქალაქმა კონტინენტის პირველობას 20 წლის წინაც უმასპინძლა.