გია სანაძის ბასრი სროლა

მიიღო ბურთი, აიწია, გაუშვა, ჩააგდო.

კარგი მსროლელი ძალიან ცოტა გვყავს. ის, ვინც ადგილიდან ეგრევე აიწევა, არ დაკარგავს კონცენტრაციას და ბურთს ათიანში ხევს.

როგორც - გია სანაძე.

პატარაობაში, როდესაც ნაღდ სპორტის სასახლეში დინამოს თამაშებზე დავდიოდი, ჩვენი გუნდიდან ყველაზე უფრო სანაძის სროლა, მისი თამაში, შემორბენები და აწევები დამამახსოვრდა.

მიიღო ბურთი, აიწია, გაუშვა, ჩააგდო, დაბრუნდა დაცვაში.

მუხლების ტრავმების გამო, გიამ ვერ ითამაშა ის, რაც უნდა ეთამაშა. და, გიას გაცილებით მეტი უნდა ეთამაშა.

იმ დროს, ევროპაში სანაძე ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი იყო. რომელსაც სხვას ბევრს არაფერს არ ავალებდნენ. გაიხსენი, მიიღე, მოკალი - მარტივი საშინაო დავალება.

სანაძე საქართველოს ნაკრებშიც სანდო, უღალატო მოთამაშე იყო და ძალიან კარგად მახსოვს გიას ბოლო საინტერესო გასეირნება, სდასუ-ში.

მაგარი 7 ნომერი.

მოკლედ, გია სანაძე იყო უდიდესი ქართველი მსროლელი. რომელიც დღეს 55 წლის გახდა.

გილოცავთ, მაგარო მსროლელო.