მესია

ლეო მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში გოლი გაიტანა.

 წარმოიდგინეთ, რამხელა მიღწევაა: მესი 32 წლისაა, ლიგაში პირველი ბურთი კი 2005 წლის 2 ნოემბერს გაიტანა პანათინაიკოსის კარში.

 

ამასთან, სლავიასთან გოლი მესისთვის სხვა მხრივაც გამოდგა მნიშვნელოვანი. სლავია 33–ე გუნდია, რომელიც მესიმ ჩემპიონთა ლიგაში გაამწარა. ასევე 33 გუნდის კარში აქვს გატანილი კრიშტიანუ რონალდუსაც.

 

მოკლედ, არანორმალურ ამბებზე ვწერთ.