ვალვერდემ სიტის ფეხბურთელს დაადგა თვალი

სიტიდან ბარსელონაში?

The Sun-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბარსელონა ვინსენ კომპანის შეძენას შეეცდება. ბელგიელ მცველს ამ სეზონში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს და გუნდის დატოვებაზე წესით ისიც უნდა ფიქრობდეს. აქვე გეტყვით, რომ მე-4 ნომერს ქალაქელებთნ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

 

კომპანი სიტიში 2009 წლის იანვარში, ჰამბურგიდან გადავიდა. იგი თავიდანვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღეს კაპიტანი გახლავთ. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა მცველმა მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა.

 

რაც შეეხება ბარსელონას, გუნდს კომპანის გარდა კრისტიან ერიკსენის, ჰარი კეინისა და ალვარო მორატას დამატებაც სურს.