გიგზი: მინდა კრიშტიანუ ვთქვა, მაგრამ მესი გენიოსია

არადა, გიგზი და რონალდუ წლების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ...

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდასა და უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რაიან გიგზსს კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შედარება სთხოვეს. ერთ დროს, უელსელი „წითელი ეშმაკების“ რიგებში პორტუგალიელთან ერთად თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს, თუმცა თვლის, რომ მესი უკონკურენტოა

 

„მათ შორის საუკეთესოს არჩევა რთულია. ძალიან მინდა ვთქვა, რომ კრიშტიანუ უკეთესია, ბოლოს და ბოლოს, მასთან ერთად ვთამაშობდი და მის პროგრესს ვხედავდი, მაგრამ მესი გენიოსია. არგენტინელი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ ნახო“, - თქვა გიგზმა.