საქართველოს ნაკრები კარგად ემზადება - ფავორიტებთან მხოლოდ 4 ბურთით

ჩრდილოეთ მაკედონიამ მოგვიგო, მაგრამ ვერ დაგვჩაგრა

25 ოქტომბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე რეიტინგში ჩვენზე წინ არის და ფავორიტად მოიაზრებენ, ქართველებისთვის მოდუნების საბაბი არ გამხდარა. ეს ყველაფერი ანგარიშშიც გამოიხატა, პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლოზე 12:12 იყო დაფიქსირებული, ჩრდილოეთ მაკედონიამ კი უპირატესობა ბოლო 5 წუთში მოიპოვა და საბოლოო ანგარიში მათ სასარგებლოდ - 25:21 დააფიქსირა. 

 

ქართველ ხელბურთელებს რევანშის საშუალება 26 ოქტომბერსაც მიეცემათ, რადგან ეს შეხვედრები ამხანაგური ხასიათისაა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებად განიხილება, რომელიც 10-12 იანვრისთვის იტალიაშია დაგეგმილი. აპენინებზე ჩვენი ნაკრები - იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს დაუპირისპირდება.