თორნიკე შენგელია - MVP! ქართველის 25 ქულა!

თორნიკე შენგელიას დიდებული პერფორმანსი

ევროლიგის მეოთხე ტურში ბასკონიამ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 82:66 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ვიტორიელთა რიგებში შენგელია გამოსარჩევი იყო, თანაც იმდენად, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

 

თორნიკესთვის ეს ევროლიგაში კარიერის რეკორდია - 25 ქულა მას აქამდე აღებული არ ჰქონდა.

 

ქართველი კალათბურთელი პარკეტზე საუკეთესო იყო და 29 წუთსა და 45 წამში 25 ქულასა და 9 მოხსნას, 3 შედეგიანი პასი დაუმატა. თორნიკემ 16-დან 9 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი სროლა გამოიყენა. 

 

თორნიკე შენგელია: "ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თამაშში პრობლემები იყო, მათი გამოსწორებისთვის ბევრი ვიმუშავეთ. ეს გამარჯვება, როგორც ჩვენ, ასევე ქალაქსა და გულშემატკივრებსაც სჭირდებოდათ. ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ"