ესპანური თრილერი

ესპანეთის ჩემპიონატში ქართული დერბი გაიმართა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ქართული დერბი გაიმართა. ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს, თორნიკე შენგელიას ბასკონიას უმასპინძლა და მატჩი 78:79 დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლო წუთამდე რთული იყო იმის პროგნოზირება თუ ვინ მოიგებდა.

 

შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენებურმა პარკეტზე თითქმის ნახევარი საათი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 7 ჯარიმიდან 6 ზუსტად შეასრულა და 6-დან 2 სამქულიანი ზუსტი აღმოჩნდა. რაც შეეხება შერმადინს, ტენერიფეს კალათბურთელმა 32 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა. 30 წლის სპორტსმენმა 8-დან 8 ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 2 ჯარიმიდან ვერც ერთი ვერ ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

 

ამ მომენტისთვის ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ტენერიფე კი მე-8 პოზიციას იკავებს.