ვიდალი შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს

აღსანიშნავია, რომ იტალიაში დაბრუნება თავად ფეხბურთელსაც სურს

ინტერს ბარსელონადან არტურო ვიდალის შეძენა სურს. ცნობილია, რომ კონტეს გუნდი მის გადაბირებას ზამთარში შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ნერაძურიში გადაბარგება თავად ჩილელსაც უნდა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ გაავრცელა.

 

სკირას თქმით, ვიდალი იმდენადაა ინტერში თამაშით დაინტერესებული, რომ ჩინური კლუბების წინადადებები უარყო. მოგეხსენებათ მილანელთა დამრიგებელმა ანტონიო კონტემ არტუროს შესაძლებლობები კარგად იცის, რადგან წლების მანძილზე იუვენტუსში ერთად მუშაობდნენ.

 

ინტერს ვიდალის გადაბირება შარშან ზაფხულშიც სურდა. მეტიც, ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო, თუმცა 32 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას მაისურა მოირგო. ამ სეზონში ვიდალმა 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

 

ინტერს სერია ა-ში საქმე კარგად მისდის. გუნდს 22 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ლიდერ იუვენტუსს 1 ქულით ჩამორჩება. უახლოეს შეხვედრაში მილანალები ბრეშას ესტუმრებიან.