ელიგა 2: თამაშები და ზოგჯერ ვარჯიშები

ეროვნულ ლიგა 2–ში ოთხი ტურიღა დარჩა. გასულ ტურში ზედა ხუთეულის გუნდებიდან მხოლოდ თელავმა მოიგო. კახეთის გუნდმა 6:0 სძლია ფოთის კოლხეთს, რომელიც სავარაუდოდ, ლიგა 3–ში გავარდება.

უყურებდი და გული დაგეწვებოდა, რა დღეშია ფოთის გუნდი. ვარჯიშს უფრო ჰგავდა... ზოგადად ასეთმა თამაშებმა ამ ლიგაში იმატა.

 

ლიდერმა თბილისის მერანმა ლანჩხუთის გურიას ვერ მოუგო (0:0), მაგრამ ამის გამო სანერვიულოდ არ გაუხდება საქმე: მერანი პირველზეა და სავარაუდოდ, მომდევნო ტურში ოფიციალურად გაინაღებს უმაღლესში გადასვლას.

 

გაგრამ ბოლო ტურებში მოუმატა და აი, შევარდენს 3:0 აჯობა. გაგრას ფლეი–აუტში მოხვედრის საფრთხე აღარ ემუქრება, 7 ქულით ასცდა საშიშ ზონას. რაც შეეხება შევარდენს, გუნდი ტურიდან ტურამდე ანიავებს მესამე ადგილზე გასვლის შანსს – ზაფხულიდან მოყოლებული, შევარდენი ძალიან სუსტია.

 

ცხინვალი ბოლო წუთამდე მოულოდნელად უგებდა სამტრედიას, მაგრამ ნიჯატ ყურბანოვმა გაუტანათ და 1:1. ცხინვალი ზაფხულამდე ცხრილის შუაში იყო, ახლა კი მერვე ადგილზეა და დიდი შანსია, გადათამაშება მოუწიოს ლიგაში დასარჩენად.

 

აი, ზუგდიდი კი მეშვიდეზეა. კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა ამჯერად შუქურა გაისტუმრა უქულოდ – 2:0. შუქურა ცხრილის მიხედვით უმოტივაციოა.  

 

ცხინვალი – სამტრედია 1:1

გოლები: 1:0 აშორტია (40), 1:1 ყურბანოვი (90+5)

გაძევება: სირაძე (90+6, ცხინვალი)

 

შევარდენი–გაგრა 0:3

გოლები: 0:1 ობოლაძე (5), 0:2 ნიკოლაშვილი (62), 0:3 ფაცაცია (71)

 

გურია – მერანი 0:0

 

ზუგდიდი – შუქურა 2:0

გოლები: 1:0 მახარაძე (25), 2:0 გილმორი (30)

გაძევება: კურმაშვილი (77, შუქურა)

 

თელავი – კოლხეთი 6:0

გოლები: 1:0 რუხაძე (14), 2:0 კოშკაძე (23), 3:0 ერისთავი (32), 4:0 რუხაძე (44 პენ), 5:0 მარაქველიძე (59), 6:0 ერისთავი (88)  

 

ზუგდიდის Facebook–ის ფოტო

 

ბომბარდირები

 

26 – ნიქაბაძე (მერანი)

16 – დეისაძე (მერანი)

14 – რუხაძე (თელავი)

14 – რუხაძე (თელავი)