რონალდუ შედეგებზე, მიზნებზე, ფეხბურთის არსზე...

"19-20 წლის ვიყავი, როცა გავაანალიზე, რომ ფეხბურთელი ციფრებით, ტიტულებით, რეკორდებითა და გოლებით იზომება"

კრიშტიანუ რონალდუმ თავის 35-ე დაბადების დღე 5 თებერვალს იზეიმა, თუმცა ასაკთან ერთად, მისი ამბიცია პირდაპირპროპორციულად არ იკლებს, პირიქით - იზრდება. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ინტერვიუ FRANCE FOOTBALL-ს მისცა. 

 

701 გოლთან დაკავშირებით

 

"სამყაროში ძალიან ცოტა ფეხბურთელი თუ მოიძებნება, ვისაც ამდენი გოლი გაუტანია. სიმართლე რომ გითხრათ, ეს სიამაყის საფუძველს მაძლევს...

 

ფავორიტი გოლი

 

"თუ მაინცდამაინც არჩევანის გაკეთებას მთხოვთ, ეს 2018 წელს, იუვენტუსის წინააღმდეგ იყო. ასეთი გოლის გატანას რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი. 

 


აკვიატება...

 

"19-20 წლის ვიყავი, როცა გავაანალიზე, რომ ფეხბურთელი ციფრებით, ტიტულებით, რეკორდებითა და გოლებით იზომება"

 

მესისთან კონკურენცია

 

"ეს ყველაფერი ესპანეთში უფრო იგრძნობოდა და მეხმარებოდა უკეთესი და მეტად შედეგიანი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მთავარი ის არის, რომ საქმე ჯანსაღ კონკურენციასთან გვაქვს და ეს მის ფარგლებს არასდროს გასცილებია"

 

რა სჭირდება ადამიანს რომ გოლეადორი იყოს...

 

"პირველ ყოვლისა, ტალანტი - ამის გარეშე ბევრს ვერ მიაღწევ. თუმცა, მხოლოდ ტალანტი გამოუსადეგარი იქნება, თუ მას შრომისმოყვარეობით არ განავითარებ. ციდან არაფერი ცვივა. შრომა რომ არა, სამყაროსთვის კრიშტიანუ რონალდუ არავინ იქნებოდა"

 

როგორია ახლა კრიშტიანუ რონალდუ?

 

"ჩემი მიზანი არის, ასაკის მიუხედავად ახალგაზრდად დავრჩე. მითხარით ფეხბურთელი, რომელსაც ჩემს ასაკში იუვენტუსის დონის კლუბისთვის იმდენივე აქვს გაკეთებული, რამდენიც მე...

 

მისი მიზანი

 

"ახლა, როდესაც მწვერვალთან ასე ახლოს ვარ, მინდა რომ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდე. ეს ბუნებრივი გზით უნდა მოხდეს და არ მინდა რამე აკვიატებულ იდეად მექცეს

 

შედეგი შრომისგან და მონდომებისგან უნდა გამომდინარეობდეს. რაც კი საუკეთესოა, ყველაფერს სიამოვნების მიღებასთან ერთად ვაღწევთ"