ქართველი ჩოგბურთელისთვის ტურნირი ნაადრევად დასრულდა
ნანტის საერთაშორისო ტურნირზე ეკატერინე გორგოძე 1/8 ფინალში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ კრისტინა ბუკსას შეხვდა და 2 სეტში 2:6; 4:6 წააგო. მატჩი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში კარგად დაიწყო და 2:0-ს იგებდა, თუმცა სასმწუხაროდ შემდეგ ესპანელმა მეტოქემ დაუბრეიკა. მეორე სეტი ბუკსას უპირატესობით წარიმართა და ჩვენებურის მეტოქემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.