ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია! სამწუხაროდ, ვაჟები ნახევარფინალში დამარცხდნენ

მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების შემეგ, ეთერ ლიპარტელიანი კვლავ ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს...

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარეობს, ტატამზე ხუთი ქართველი: თემურ ნოზაძე (60კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60კგ); ლუკა კაპანაძე (66კგ) გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (5კგ) გავიდნენ.

 

იმ ტრიუმფის შემდეგ, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მიაღწია, ქართველი ძიუდოისტი ბრწყინვალე ასპარეზობას კვლავაც აგრძელებს. მან ჯერ ბრიჯიტა ვარგასს 27 წამში, ტოპოლოვეცს 14 წამში, ნახევარფინალში კი ვილსა გომესს ერთ წუთში მოუგო. ლიპარტელიანი ფინალში რუს დანა ნაგუჩევას შეხვდება.

 

რაც შეეხება ვაჟებს, სამწუხაროდ, ფინალში ვერცერთი მათგანი გავიდა. თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი და კაპა კაპანაძე ნახევარფინალში რუსებთან: რამზან აბდულაევთან, აიუბ ბლიევთან  და მურად ჩუპანოვთან დამარცხდნენ.

 

რაც შეეხება თუთაშვილის, ის ასპარეზობას მეორე შეხვედრაში გამოეთიშა.

 

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში: კაპანაძე ესპანელ დავიდ გარსია ტორნეს, ნოზაძე სომეხლ გორ ჰოვსეპიანს, პაპინაშვილი კი იტალიელ ანჯელო პანტანოს შეხვდება.

 

შაბათს ვლადიმერ ახალკაცის (81 კგ) ასპარეზობას ველოდებით, რომელსაც პირველი განთესვა აქვს და მეორე წრეში ჰასილ ჯაფაროვისა და დამიან სოკოლოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.