U-23 - სამი ქართველი ნახევარფინალშია!

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებისთვის დღევანდელი დღე წარმატებულად მიმდინარეობს.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ ტურნირზე ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვნენ საქმეში . ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ნახევარფინალში არიან. ქავჟარაძე რუს მეტოქეს, ვალიტოვს დაეჭიდება, ხეცურიანის მოწინააღმდეგე კუბელი სპორტსმენი, ჰეჩევარია იქნება, ხოლო პატარიძე სომეხ ოვასაპიანს დაუპირისპირდება.

 

ნახევარფინალის ორთაბრძოლები თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.