U23 - ქავჟარაძე, ხეცურიანი, პატარიძე - სამივე ფინალშია!

სამი ფინალი!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

 

ლევან ქავჟარაძე (63 კგ) ნახევარფინალში რუს ვალიტოვს შეხვდა და 14:7 დაამარცხა. 

 

გურამ ხეცურიანი (87) კუბელ დანიელ გრეგორიჩ ჰეჩავარიას შეხვდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

 

ზვიად პატარიძე (130) რომელიც 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე - 4:1 მიიყვანა.

 

ფინალში ქავჟარაძე  ირანელ დალხანის,  ხეცურიანი უკრაინელ ნოვიკოვს, პატარიძე კი, ასევე ირანელს, იოსოფიანმადჩალის შეხვდება.