მიულერმა 500-მდე დაამრგვალა

გერმანელი ფორვარდისთვის საიუბილეო მატჩი წარუმატებელი გამოდგა

ბუნდესლიგის მე-10 ტურში მიუნხენის ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტთან 1:5 განადგურდა. აღნიშნული შეხვედრა ისტორიულია ტომას მიულერისთვის. გერმანელმა ფორვარდმა რეკორდმაისტერთა შემადგენლობაში მეხუთასე შეხვედრა ჩაატარა.

 

მიულერი ბაიერნის ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ამ ხნის მანძილზე მის ანგარიშზეა 187 გოლი და 173 საგოლე გადაცემაა. საკლუბო დონეზე მის აქტივშია ბუნდესლიგის 7 ტიტული, 5 გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთას და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია.