ბუდაპეშტში ოქროს ვერ შევწვდით

ქართველი სპორტსმენებისთვის ტურნირის ფინალური დღე წარუმატებელი აღმოჩნდა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა.

 

ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) და გურამ ხეცურიანმა (87 კგ) ვერცხლის მედალები მოიპოვეს. ქავჟარაძე დაძაბულ ბრძოლაში ირანელ დალხანისთან, 6-7 დამარცხდა, ხოლო ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ ნოვიკოვთან 1-6 დათმო.

 

რაც შეეხება ჩვენს მძიმეწონოსანს, პატარიძემ (130 კგ) გუშინ მიღებული ხელის ტრამვის გამო, ვეღარ შეძლო ფინალში ასპარეზობა და ავტომატურად ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 

შეგახსენებთ, რომ პატარიძე ახალგაზრდებში, ჭაბუკებსა და 23-წლამდელთა შორის 6-გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია.