ლუის ჰემილტონი მსოფლიო ჩემპიონია

ბრიტანელი პილოტი შუმახერს მიუახლოვდა

ლუის ჰემილტონი მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონია. მერსედესის პილოტი ამერიკის გრან-პრიზე მეორე ადგილზე გავიდა და 2019 წლის ფორმულა-1 მოიგო. ეს 34 წლის ბრიტანელის მე-6 გამარვება გახლავთ. ამ მიღწევით მან ლეგენდარული მანუელ ფანხიოს შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ფორმულა 5-ჯერ აქვს მოგებული. 

 

ჰემილტონმა გამარჯვება 2008, 2014, 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში შეძლო. ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მიხაელ შუმახერმა მოიგო. იგი საუკეთესო 7-ჯერ გახდა. ოსტინის გრან-პრი კი ფინელმა ვალე ბოტასმა მოიგო.