8 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრში ძიუდოში უკრაინის ღია პირველობა გაიმართა
8 ნოემბერს, ქალაქ დნეპრში, ძიუდოში უკრაინის ღია პირველობა გაიმართა.
აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა ქართველმა ძიუდოისტებმაც მიიღეს. ორმა მათგანმა შეჯიბრი საპრიზო მედლით დაასრულა.
73 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.
აბსოლუტურ წონაში, ყველასათვის მოულოდნელად, ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, გურამ თუშიშვილმა, ოქროს მოგება ვერ შეძლო. ქართველი ფალავანი მე-3 ადგილს დასჯერდა.