მონ STARS

ესპანელი მატადორი, სერბი სერიული მკვლელი და შვეიცარიელი მხატვარი კიდევ ერთხელ აიღებენ აკორდებს.

ლონდონში დიდი ბიჭები სეზონის ბოლო ვუდსტოკს გახსნიან. ფესტივალის ყველა ბილეთი გაყიდულია. ესპანელი მატადორი, სერბი სერიული მკვლელი და შვეიცარიელი მხატვარი კიდევ ერთხელ აიღებენ აკორდებს და წამოიღებს. მონსტრები იწყებენ.

ანდრე აგასის ჯგუფი: რაფაელ ნადალი (33 წლის, IX მოხვდა შემაჯამებელზე, 8:4 ლონდონში ყველა მონაწილესთან ამ სეზონში), დანიილ მედვედევი (23, I, 6:5), სტეფანოს ციციპასი (21, I, 6:9), ალექსანდრ ზვერევი (22, III, 2:5).

ბიორნ ბორგის ჯგუფი: ნოვაკ ჯოკოვიჩი (32, XII, 7:5), როჯერ ფედერერი (38, XVII, 5:6), დომინიკ ტიმი (26, IV, 7:4), მატეო ბერეტინი (23,  I, 2:5).

  1. ტურნირი 50 ტარდება. ლონდონში - მეთერთმეტედ. პირველი გარჩევა - ტოკიოში, 1970. ყველაზე მეტჯერ შემაჯამებლის მასპინძელი იყო ნიუ იორკი (13, 1977-1989).
  2. პირველად ტურნირის ისტორიაში, ჩვენ გვყავს 8 მონაწილე 8 ევროქვეყნიდან. ამერიკა ისვენებს.
  3. ტურნირი სამი ყოფილი ჩემპიონით იხსნება: მოქმედი - ზვერევი, რეკორდსმენი (6) ფედერერი და ნოვაკი (5). ბოლოს, სამი ჩემპიონი 19 წლის წინ შეკრიბეს - პიტ სამპრასი (1991, 1994, 1996-1997, 1999), ალექს კორეტხა (1998) და ანდრე აგასი (1990).
  4. ბოლო 4 სეზონში ტურნირი ოთხმა სხვადასხვა პერსონაჟმა მოიგო - ზვერევი (2018), გრეგ დიმიტროვი (2017), ენდი მარი (2016) და ნოვაკი (2015).  მანამდე, იდენტური პერიოდი: 1998-2001. კორეტხა (1998), სამპრასი (1999), გუსტავო კუერტენი (2000) და ლეიტონ ჰიუიტი (2001).
  5. პირველად, 2009 წლის შემდეგ გვყავს ოთხი მოთამაშე 23 და Under: ციციპასი (21), ზვერევი (22), ბერეტინი (23) და მედვედევი (23). სამი დებიუტანტი: ციციპასი, რომელმაც შარშან მილანში, პატარების შემაჯამებელი მოიგო; მედვედევი - 2017-ში მილანის ნახევარფინალისტი; ბერეტინი, რომელიც 1978 წლის შემდეგ ტურნირის პირველი იტალიელი მონაწილეა (კორადო ბარაცუტის შემდეგ). 2009 წლის თინეიჯერები: ხუან მარტინ დელ პოტრო (21), ჯოკოვიჩი (22), მარი (22) და ნადალი (23).
  6. 2003 წლის შემდეგ პირველად, რეიტინგის პირველმა ხუთმა მონაწილემ სულ მცირე, 4 ტურნირი მოიგო - ჯოკოვიჩი (5), ტიმი (5), მედვედევი (4), ნადალი (4).
  7. ნადალი, ნოვაკი და ფედერერი ტურნირის Top 3-ში მეოთხედ (2007, 2009, 2010) შევიდნენ. კიდევ სამ (2008, 2014, 2018) შემთხვევაში ნადალი მოიხსნა ტურნირიდან.
  8. როგორ დაასრულებს ნოვაკი სეზონს პირველ ადგილზე: 1. ფინალი+ნადალი აგებს სამივე თამაშს; 2. იგებს ჯგუფში სამივე თამაშს+ნადალი 1:2; იგებს ჯგუფში 1 თამაშს, იგებს ფინალს+ნადალი ვერ გადის ჯგუფიდან; 4. იგებს ჯგუფში 2 თამაშს და ფინალს+ნადალი ვერ გადის ფინალში; 5. იგებს ყველა თამაშს+ნადალი ვერ გადის ფინალში. რთული მისია, მაგრამ ეს ნოვაკია.

ვიწყებთ. გაასწორებს.