შენგელია MVP - თოკოს თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთიც წაუვიდა! (+ვიდეო)

თორნიკე შენგელია დღესაც შეუჩერებელი იყო

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მერვე ტურში, თორნიკე შენგელიას ბასკონიამ აუტსაიდერ ობრადოიროს უმასპინძლა.

 

ჩვენებური ორივე გუნდში საუკეთესო იყო. თორნიკეს ანგარიშზე 33 წუთსა და 47 წამში - 29 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასია. ქართველის მარგი ქმედების კოეფიცინტმა კი +32 შეადგინა.

 

საბოლოოდ ბასკონიამ 92:79 მოიგო და ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა