საქართველო B დივიზიონის მასპინძელია

კიოლნში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღეს

ევროპის 20 წლამდე  ჩემპიონატის B დივიზიონს კალათბურთში, საქართველო უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიოლნში ფიბა-ევროპის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

 

ფიბა-ევროპის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმან, რომ თბილისში ევრობასკეტ 2021-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. ევროპის 20 წლამდე ჩემპიონატის B დივიზიონი, ევრობასკეტისთვის კარგ მოსამზადებელ ეტაპად ითვლება.

 

B დივიზიონში მონაწილეობას სხვა გუნდებთან ერთად რუსეთის, სერბეთის და ლატვიის ნაკრებები მიიღებენ.