ნეიმარი: არა რასიზმს

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ტაისონს თანადგომა გამოუცხადა

უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში დონეცკის შახტარმა კიევის დინამოს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთერთ ეპიზოდში მასპინძელთა ლიდერს ტაისონს, გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ამან ბრაზილიელი ძალიან გაანაწყენა და ცრემლები ვერ შეიკავა.

 

აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის საშუალებით ნეიმარი გამოეხმაურა. პსჟ-ს ფორვარდმა ინსტაგრამის სთორიში ტაისონის ფოტო დადო წარწერით „არა რასიზმს“.

 

 

რაც შეეხება თავად ნეიმარს, ბრაზილიელი ტრავმირებულია და მოედანს სავარაუდოდ მალე დაუბრუნდება. 27 წლის ფეხბურთელმა ამ  სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.