იერჟი იანოვიჩი კორტს უბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი მე-14 ჩოგანი კორტს უბრუნდება

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე–14 ნომერი იერჟი იანოვიჩი კორტს უბრუნდება. გარცელებული ინფორმაციით, ის 2020 წელს ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

 

როგორც იცით, პოლონელი ბოლო დროს მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა. პოლონელმა ჩოგბურთელმა ბოლო ტურნირი 2017 წლის ნოემბერში ბრატისლავას ჩელენჯერზე ითამაშა.

 

28 წლის იანოვიჩმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იუწყა, რომ გიუნტერ ბრეშნიკთან ერთად ვარჯიშობს და დასაბრუბლად ემზადება.

 

აქვე გეტყვით, რომ იანოვიჩი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2012 წელს პარიზის მასტერსის ფინალში გავიდა.