იტალიელი ჟურნალისტი: რონალდუმ სარის შეაგინა

კრიშტიანუს ახალი სკანდალი?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკერდი პალმერი იუწყება, რომ ტურინის იუვენტუსის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გასვლისას მაურისიო სარის პორტუგალიურად ბო***შვილი უწოდა.

 

როგორც იცით, სარიმ პორტუგალიელი მილანთან შეხვედრის  55–ე წუთზე შეცვალა. აღნიშნულ მატჩში იუვენტუსმა როსონერი 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი მოედანზე სწორედ რონალდუს მაგივრად შესული პაულო დიბალას ანგარიშზეა.