ლუცერნის მწვრთნელი: გვილიასთვის ეს კარგი არ იქნება

შვეიცარიული ლუცერნის სპორტულმა დირექტორმა რემო მაიერმა განაცხადა, რომ ვაკო გვილიას იანვარში გაყიდვა სულაც არაა გადაწყვეტილი. იგივე თქვა ფორვარდ ტომი იურიჩზე.

 

 

აი, რას ამბობს გუნდის მწვრთნელი რენე ვაილერი: „ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დიდ დროს ატარებს, უკმაყოფილოა. ასეა გვილიაც. უბრალოდ, ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს. არა მგონია, გვილიასთვის კარგი იყოს ლუცერნიდან წასვლა“.

 

მეორე მხრივ, ორი დღის წინ ვაილერმა პირდაპირ განაცხადა, თუ რატომ არ ენდობა გვილიას: „დინამიური ფეხბურთი მინდა, გვილია კი სხვაგვარი სტილისაა. მას სურს ბურთი ფეხში, მე კი მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც წინ ენერგიულად მიდიან ბურთით და უბურთოთაც“.    

 

მოკლედ, ახლა სხვაგავარდ საუბრობს ვაილერი. შვეიცარიულ პრესაში კი გაჩნდა კრიტიკა ლუცერნის მწვრთნელის მიმართ. გვილიას კარგი პრესა აქვს და ვაილერს უსაყვედურეს ქართველის იგნორირების გამო.