ნადალმა ზვერევთან ვერაფერი გააწყო

ზვერევმა ნადალი მეექვსე ცდით დაამარცხა

ჩოგბურთში შემაჯამებელი ტურნირის A ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა. მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი, მეშვიდე ნომერ ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად 2 სეტში 4:6; 2:6 დამარცხდა. გერმანელ სპორტსმენს მოსაგებად საათი და 25 წუთი დასჭირდა.

 

აღსანიშნავია, რომ ზვერევი ნადალს მეექვსედ შეხვდა. ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, გერმანელმა 33 წლის ჩოგბურთელი დაამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და დანიილ მედვედევი შეხვდნენ. აღნიშნულ დაპირისპირებაში ბერძენმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 7:6; 6:4 მოუგო, რისთვისაც საათი და 43 წუთი დასჭირდა.