შვეიცარია – ფაქტიურად, მეორე შემადგენლობით...

როგორც იცით, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის ბოლო მატჩს გამართავს: შვეიცარიასთან, ქალაქ სენტ გალენში. რამდენიმე დღის წინ გვეწერა შვეიცარიელთა სიაზე და საკმაო დანაკლისზე.

https://leadersport.ge/ge/news/details/9210

 

შერდან შაქირი, ბრილ ემბოლო, ფაბიან შერი, ადმირ მეჰმედი, მარიო გავრანოვიჩი, შტეფან ციუბერი... ეს 6 ფეხბურთელი არ ეყოლებთ და მათგან ოთხნი სასატარტო თერთმეტეულის მოთამაშედაც შეიძლება ჩაითვალოს:   თავად განსაჯეთ, რა ძალას წარმოადგენენ. შერი, შაქირი, ემბოლო და ციუბერი იდეაში ოპტიმალური თერთმეტეულის ფეხბურთელები არიან.

 

კიდევ, მეშვიდე ტრავმირებული დაემატათ და ისიც ერთ–ერთი წამყვანი: ატალანტას ნახევარმცველი რემო ფროილერი. მის ნაცვლად ვლადიმირ პეტკოვიჩმა იანგ ბოიზის შუახაზელი მიშელ ებიშერი გამოიძახა. 22 წლის ებიშერს შვეიცარიის მთავარ ნაკრებში არასოდეს უთამაშია.  

 

შვეიცარიელები, ფაქტიურად, მეორე შემადგენლობით გამოდიან...