ხელბურთი - ბათუმმა და ქუთაისმა მეორე გამარჯვება იზეიმეს

ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა

ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

12 ნოემბერს ბათუმის შავის ზღვის ბიჭებმა სამტრედია დაამარცხა (37:23), ხოლო ქუთაისმა წყალტუბოს სძლია (47-26).

 

ხვალ, 13 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში კიდევ ორი მატჩი გაიმართება. 14:00 საათზე ერთმანეთს წყალტუბო და სამტრედია შეხვდებიან. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს ორ-ორი წაგება აქვს. 15:50 საათზე ცენტრალური მატჩი შედგება - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, საქართველოს თასის წლევანდელ ფინალისტს, ქუთაისს დაუპირისპირდება.

 

 

3 შეხვედრაში მოპოვებული 6 ქულით თბილისის პეგასი ლიდერობს. ქუთაისი და ბათუმი ჩატარებული 2 შეხვედრის შემდეგ 4 ქულით თანაბარ პირობებში იმყოფებიან.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგა ორი ეტაპისგან შედგება - ჯერ სამწრიანი რეგულარული ეტაპი გაიმართება, შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.