ნავასის ამბავი გადაწყდა

ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა ოჯახის გამო მიიღო. 

ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა კეილორ ნავასის რეალიდან შესაძლო წასვლის თემაზე. მას შემდეგ, რაც ბლანკოსს ტიბო კურტუა შეუერთდა, კოსტა რიკელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რაც თავად ფეხბურთელს ძალიან არ მოსწონს.

 

ახლახანს Marca-ში დაიწერა, რომ სამხრეთ ამერიკელი იანვარში გუნდს არ დატოვებს. თავად ფეხბურთელის განცხადებით, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მას მალე შვლი შეეძინება და მის ოჯახს მადრიდის დატოვება არ სურს.

 

ნავასი რეალში 2014 წლის ზაფხულში, ლევანტედან გადავიდა. ამ დრომდე მან ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (3), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3) მოიგო.

 

აქვე გეტყვით, რომ 32 წლის მეკარის დამატება, ტურინის იუვენტუსის მესვეურებს სურთ.