ზღაპარში მოგებული შერკინება! - ეს მხოლოდ ჰაკუჰოს შეუძლია! (ვიდეო)

მთელი ბაშო თუ არა, სულ ცოტა, მთელი დღე ამ კიმარიტეს გამო ღირდა...

კიუშუ ბაშოს მეოთხე დღის ნახვა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ჰაკუჰოს ბრძოლისთვის ღირდა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა წარსულში დაგვაბრუნა და 2015 წლის 14 ნოემბერს მისივე შესრულებული კიმარიტე იაგურანაგე გაგვახსენა. დღევანდელ შერკინებას რომ ნახავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ თეთრი ფენიქსი ახლა 34 წლისაა...

 

ჰაკუჰო - ოკინოუმი - 4 წლის წინ

 

 

 

ჰაკუჰო - ოკინოუმი - დღეს

 

 

საბედნიეროდ, ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსის განულება მოახერხა და პირველ ორ მარცხს ორი გამარჯვება მიაყოლა. დღეს ჩვენებურმა ტაკარაფუჯის ის სუმო შესთავაზა, რომელიც მისგან ქართველ გულშემატკივარს ძალიან მოენატრა და მეტოქე კუბიჰინერის კიმარიტეთი დოჰიოს დაანარცხა. 11 დღეში კიდევ 8 გამარჯვება და ლევანი ოძეკის რანგს დაიბრუნებს. 

 

ტაკარაფუჯი - ტოჩინოშინი

 

 

სამწუხაროდ, გაგამარუმ ოთხ დღეში მესამე ბრძოლა წააგო. თეიმურაზ ჯუღელი ამ ბაშოზე უმძიმესი ტრავმის ფონზე ასპარეზობს და ასეთი თავგანწირვისთვის მხოლოდ ქება ეკუთნის. 

 

გაგამარუ - ვაკამოტოჰარუ

 

 

ოძეკი ტაკაიასუც მძიმე მდგომარეობაშია. ფიზიკურად ყოველთვის კარგად მომზადებულ ტახს, ახლა აშკარად ეტყობა რომ წონაში დაკლებული აქვს. ოპტიმალურ ფორმაში მყოფ ოძეკის ჰოკუტოფუჯისთან ისედაც უჭირს და რა გასაკვირია, დღეს რომ დამარცხდა?! კიმარიტე ოშიდაში...

 

ჰოკუტოფუჯი - ტაკაიასუ

 

 

ოძეკი ტაკაკეიშოზეც იწერებოდა, რომ ტრავმა აქვს. მიუხედავად ამისა, მეოთხე დღეს მან მესამე გამარჯვება მოიპოვა და ენდო ჰატაკიკომის კიმარიტეს წამოაგო.

 

ტაკაკეიშო - ენდო

 

 

ბრწყინვალე სუმოს გვთავაზობს პირველი მაეგაშირა დაიეიშო. 26 წლის სუმოტორმა იორიკირის კიმარიტეთი მიტაკეუმი ტავარას მიღმა გადაიყვანა და ორივეს ბალანსი 2:2-ზე გაუხდათ.

 

მიტაკეუმი - დაიეიშო