დონარუმა ესპანეთშიც მოუნდათ

იტალიელ კიპერს ესპანეთში თამაშის ვარიანტი აქვს

ატლეტიკოს მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს მეკარის დამატება სურს. Don Ballon-ის ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს მილანიდან ჯანლუიჯი დონარუმას შეძენა უნდა. არახალია, რომ იან ობლაკით არაერთი გუნდი ინტერესდება, იტალიელს კი მის შემცვლელად მოიაზრებენ.

 

დონარუმა მილანის მთავარ გუნდში 2015-16 წლების სეზონიდან გამოდის. მან მალევე მოიპოვა გულშემატკივართა სიმპატიები და დღეს მსოფლიო საუკეთესო მეკარეებშიც მოიხსენიება. აქვე გეტყვით, რომ იტალიელს პსჟ-ც ეპატიჟება.

 

რაც შეეხება ატლეტიკოს სატრანსფერო გეგმებს, როხიბლანკოს უფროსობა დონარუმას გარდა, პაულო დიბალასა და ხამეს როდრიგესსაც იწვევს.