ბარსელონა ფეხბურთელს გასაყიდად ამზადებს

ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდიოდა

ბარსელონას მესვეურები ზაფხულში ივან რაკიტიჩის გაყიდვას და მის ნაცვლად, სხვა ნახევარმცველის შეძენას აპირებენ. ამის შესახებ ესპანურ პრესაში დაიწერა.

 

ბოლო დროს რაკიტიჩის გარშემო დიდი ამბებია. რამდენიმე დღის წინ მე-4 ნომერმა, უთამაშებლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. ამ სეზონში ივანმა ბლაუგრანას მაისურით ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და აქედან ძირითადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. აქვე გეტყვით, რომ 31 წლის ფეხბურთელით დიდი ხანია, რაც მანჩესტერი, პსჟ და იუვენტუსი ინტერესდებიან.

 

რაც შეეხება ბარსელონას, გუნდს საულ ნიგესზე, ფაბიან რუისზე და როდრიგო ბენტანკურზე აქვს თვალი დადგმული. ვალვერდეს შეგირდებს ლა ლიგაში 25 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.