ჰაკუჰოს გამარჯვებისთვის წამიც არ დასჭირდა - ფენიქსი გალიდერდა

პატარა ენჰო "შპაგატში" ჩასვეს

მეექვსე დღის სტარტზე, კიუშო ბაშოს ერთდროულად რვა ლიდერი ჰყავდა, თუმცა დღის ბოლოს ამ სიას 7 გამოაკლდა და სუმოს სამყაროს ჰაკუჰომ ზემოდან კიდევ ერთხელ გადმოხედა. 


დღის ცენტრალური ორთაბრძოლა ჰაკუჰოსა და მეისეის შორის გაიმართა. შერკინების დაწყებამდე ორივეს ბალანსი 4:1-ზე ჰქონდა და საქმემ ისე მოიტანა, რომ გამარჯვებული ბაშოზე ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა. ყველა ყველაფერს ველოდით, გარდა 1 წამში მოგებულ ორთაბრძოლას - დასჭირდა კი ჰაკუჰოს ამდენი დრო? 

 

მეისეი - ჰაკუჰო

 

 

მიოგირიუ ტაკაიასუსთვის, ტამავაში კი ტაკაკეიშოსთვის უხერხული მეტოქეები არიან. თუ ორივე ოძეკის ტრავმა აქვს, ეს ყველაფერი შედეგშიც აისახება. საბოლოოდ, ტაკაკეიშოს ბალანსი 3:3-ზე გაუხდა, ტაკაიასუს კი 2:4-ზე. ტაკაიასუმ ამ ბაშოზე დადებითი ბალანსი თუ ვერ დააფიქსირა, ის ოძეკის წოდებას დაკარგავს.

 

მიოგირიუ - ტაკაიასუ

 

 

ტაკაკეიშო - ტამავაში

 


 

სუმოში ოძეკის დამარცხება იმხელა პატივად ითვლება, რომ შეხვედრების შემდეგ გამარჯვებულებს ინტერვიუს ჩამოართმევენ ხოლმე. ახლა ისეთი გარდამავალი დროა, რომ ამხელა ჩემპიონები რიგითი მაეგაშირებივით გორავენ. ეჭვი არ არის, მალე ყველაფერი დალაგდება.

 

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეკივაკე მიტაკეუმიმ ოძეკობის შანსი ხელიდან გაუშვა. იაპონელმა რიკიშიმ მეოთხე ბრძოლა წააგო და, ამის საპირისპიროდ, მოგებული მხოლოდ ორი ორთაბრძოლა აქვს. ამჯერად ტაკარაფუჯისთან, იორიკირით... მიტაკეუმი იქნებ 8 გამარჯვებამდე ავიდეს და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნოს...

 

 

ენჰოს მოძრავ და ტექნიკურ სუმოტორებთან ორთაბრძოლას დიდ გოლიათებთან ჭიდილი ურჩევნია. შოჰოძანი, მისდა სამწუხაროდ, აქედან პირველ კატეგორიას მიეკუთნება. მიუხედავად იმისა, რომ ენჰომ თითქოს კარგი ჰენკა გააკეთა, მოწინააღმდეგემ გადაწყობა მოახერხა და ტანმორჩილი რიკიში "შპაგატში" ჩასვა...