ხელბურთში საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრები გაიმართა

თბილისის ქარიშხალა სატურნირო ცხრილის ლიდერია

15 ნოემბერს ხელბურთში საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა.

 

თბილისის ქარიშხალამ ფოთის ოქროს ვერძი ანგარიშით 15-13 დაამარცხა. თბილისური გუნდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. პეგასმა წყალტუბოს ანგარიშით 20-13 სძლია. ტურნირის მომდევნო შეხვედრები 28 ნოემბერს გაიმართება.

 

ყვარელი, მამული, სამტრედია და აჭარა მე-4-5 ტურის შეხვედრებს 28-29 ნოემბერს გამართავენ. თბილისური ქარიშხალას გარდა, ასევე უდანაკარგოდ ასპარეზობს სამტრედიის გუნდი - მათ 3 მატჩიდან 6 ქულა აქვთ.

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი წრე 20 დეკემბერს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეული იბრძოლებს.