ნადალმა ციციპასს მოუგო - რას იზამს ზვერევი?

ლონდონში, შემაჯამებელი ტურნირის A ჯგუფში, რაფა ნადალი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა. ბერძენი ნახევარფინალში უკვე გასულია, ესპანელს კი ამ შანსისთვის გამარჯვება სჭირდებოდა.

 

მატჩი ძალიან თანაბარი გამოდგა და სამ სეტს გასტანა. პირველ სეტში მოწინააღმდეგეებს ბრეიკ პოინტიც არ ჰქონიათ და თაი-ბრეიკამდე მივიდნენ. იქ უკეთესი ბერძენი ჩოგბურთელი აღმოჩნდა და სეტებს შორის ანგარიშში წინ გავიდა.

 

რაფა ნადალმა რაც წინა თამაშში მედვედევთან გააკეთა, ამის შემდეგ "უბრალოდ" დატრიალებული შეხვედრა აღარ გვიკვირს. ესპანელმა შემდეგი ორი სეტი თითო-თითო ბრეიკით მოიგო.

 

საბოლოოდ, ესპანელის სასარგებლოდ - 2:1 (6:7; 6:4; 7:5)

 

ამჟამად, ციციპასსა და ნადალს 2 ქულა აქვთ, ზვერევს კი ერთი. 

 

ჯგუგიფინ გამსვლელის ვინაობა ზვერევისა და მედვედევის შეხვედრაში გადაწყდება.