სოფიო შაფათავა ფინალშია!

შაფათავა ტურნირის მოგებასთან ახლოსაა!

ინდოეთში, გვეილორის საერთაშორისო ტურნირზე, სოფიო შაფათავა წარმატებულად ასპარეზობს.

 

სოფიას ამ ტურნირზე მე-7 განთესვა აქვს და, 4 გამარჯვების შემდეგ, ტურნირის ფინალშიც გავიდა.

 

ნახევარფინალში მან ინდოელ სარა იადევს ორ სეტში (6:4; 6:3) მოუგო და ფინალში ჩინელ ლუ ჯა-ჯინგს დაუპირისპირდება.

 

გვეილორის ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 დოლარია.