რა არ იღონო, რას არ ეცადო, მაგრამ ჰაკუჰოსთან მაქსიმუმიც არ გეყოს...

ადრე იოკოძუნა მუსაშიმარუმ იტრაბახა, ჰაკუჰო ჩვენ დროს ოძეკობას თუ შესწვდებოდაო...

ობიექტურად ვთქვათ, კიუშო ბაშოს მეშვიდე დღემ დაგვანახა, რომ, ტრავმას თუ არ მიიღებს, ჰაკუჰოს იმპერატორის თასის მოგებაში ნოემბერში ხელს ვერავინ შეუშლის. თეთრი ფენიქსი, ხუთ მდევართან შედარებით, წინ მხოლოდ ერთი გამარჯვებით არის, თუმცა დანარჩენებზე ორი თავით მაღლა დგას.

 

რას არ ეცადა, რა არ იღონა ტაკარაფუჯიმ, მავაშიზე წასულ ფენიქსს ბრძოლაში ხელებიც გააშვებინა, თუმცა ფენიქსი დისტანციაზე ბრძოლაზე გადაეწყო და მოწინააღმდეგე დოჰიოს დაანარცხა.

 

ჰაკუჰო - ბალანსი - 6:1

 

ტაკარაფუჯი - ჰაკუჰო

 

 

90-იანი წლების ბოლოსა და ორიათასიანების დასაწყისის იოკოძუნა, მუსაშიმარუ ტრაბახობდა, რომ მისი, აკებონოსა და ტაკანოჰანას პერიოდში, ჰაკუჰო მხოლოდ ოძეკობას თუ მიაღწევდა. თავად ამერიკელმა სუმოტორმა იმპერატორის თასი 12-ჯერ მოიგო, რეალურადაც, კონკურენცია უფრო ბევრ და რთულ მეტოქეებთან უწევდა, თუმცა თავის თავს ჰკითხოს, ჰაკუჰოს პერიოდში თავად თუ შეძლებდა 25 იუშოს (იმპერატორის თასის) მოგებას...

 

ორივე ოძეკიმ, ტაკაკეიშომ და ტაკაიასუმ გამარჯვების გემო გაიხსენეს. გუშინდელი დღის შემდეგ, ჩემპიონებმა მეტოქეები გაცვალეს და ახლა გაცილებით უკეთ იასპარეზეს. ტაკაკეიშომ, თავის სტილში, ოშიდაშის კიმარიტეთი მიოგირიუ დაამარცხა, ტაკაიასუმ კი ცუკიოტაოშით ტამავაშის სძლია...

 

ტაკაკეიშო - ბალანსი - 4:3

ტაკაიასუ - ბალანსი - 3:4

 

ტაკაკეიშო - მიოგირიუ

 

 

ტამავაში - ტაკაიასუ

 

 

სეკივაკე მიტაკეუმიმ მიყოლებით სამი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა. პერსპექტიული რიკიში ოძეკობისთვის უნდა იბრძოდეს, თუმცა ახლა იმაზე უნდა იფიქროს, სეკივაკეს წოდებიდანაც არ დაქვეითდეს... ამისთვის მას კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) სჭირდება...

 

მიტაკეუმი - ბალანსი - 3:4

 

მიტაკეუმი - კოტოიუკი

 


 

სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად საკიგაკესთან. ქართველი სუმოტორის ბალანსი 1:6-ზე აქვს...