17 წლამდელებმა პორტუგალიასთან ქულა აიღეს

გიორგი ჩიტაურის გუნდმა მასპინძელ პორტუგალიას ქულები დააკარგვინა

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა. ქართველი ჭაბუკები პორტუგალიაში მასპინძელ პორტუგალიის ნაკრებს შეხვდნენ და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებს ამ მომენტისთვის მე-8 ჯგუფში 1 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ცხრილის სათავეში 6 ქულით უკრაინის ნაკრები გახლავთ, მეორე პოზიციას 4 ქულით პორტუგალია იკავებს, ხოლო ალბანეთს 0 ქულა აქვს და ცხრილის ფსკერზეა. აქვე გეტვით, რომ ჩვენი ფეხბურთელები ბოლო ტურში სწორედ ალბანეთს შეხვდებიან.