გოლდენ გორი ჩემპიონთა ლიგაში ბრინჯაოს პრიზიორია!

ევროპა ლიგის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ვიასპარეზეთ!

"გოლდენ გორი", საქართველოს ძიუდოისტთა გუნდი, შექმნიდან მეორე წელსაც მედლის გარეშე არ რჩებას. შემადგენლობას რომ გადავხედავთ, გასაკვირი არც არაფერი იქნება: მწვრთნელი - ნოდარ მეტრეველი; შემადგენლობა: ვაჟა მარგველაშვილი (66); ლაშა შავდათუაშვილი (73); ლუკა მაისურაძე (81); ბექა ღვინიაშვილი (90); ბექა ზაალიშვილი (+90);

 

ქართველმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

პირველ შეხვედრაში, ვაჟა მარგველაშვილმა ალექსანდრ მარიასს მოუგო - 1:0

 

 

ლაშა შავდათუაშვილი "ოქროს დროში" პიერ დუპრასთან დამარცხდა - 1:1 (1:2)

 

 

ლუკა მაისურაძემ ბაპტისტ პიეროს მოუგო და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა - (2:1)

 

 

ბექა ღვინიაშვილმა მაქსიმ ამინოსთან გამარჯვებით ჩვენ ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუტანა! - ვაზარის შემდეგ სუფთა გამარჯვება!

 

გელა ზაალიშვილმა სირილ მარესთან წააგო, თუმცა ეს უკვე აღარაფერს ცვლიდა.

 

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში, შექმნიდან პირველსავე წელს, ჩვენმა გუნდმა ევროპა ლიგის მოგება შეძლო.